ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეკატერინე დგებუაძემ ქობულეთში სრულად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც 2018-2019 სასწავლო წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მინისტრის მოადგილე სკოლაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აღჭურვილია უახლესი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით. საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სსსმ მოსწავლეებისთვის სრულად ადაპტირებული გარემო და შიდა სპორტული დარბაზი.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები დაათვალიერა და მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს გაესაუბრა.

2019 წლის ოქტომბერში სკოლა ,,ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩაერთო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შევიდა მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც ეხმარება სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს სასწავლო პროცესში მეთოდური სიახლების დანერგვასა და სასკოლო კულტურის განვითარებაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე