ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმის მასწავლებლის სახლში ქართული ენისა და ლიტერტურის პედაგოგებისთვის უცხოეთში სტაჟირების კონკურსი ჩატარდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად აჭარის განათლების ფონდს, ბათუმის მასწავლებლის სახლს, ესტუმრა, სადაც ქართული ენისა და ლიტერტურის  პედაგოგებისთვის უცხოეთში  სტაჟირების  ფინალურ კონკურსს დაესწრო.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აჭარის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის V – XII კლასების უფროს, წამყვან ან მეტორ პედაგოგებს ჰქონდა, ფინალურ ტურში კი, ის მასწავლებლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს. კონკურსის შედეგად გამოვლენილი 10 საუკეთესო კანდიდატი გერმანიაში, გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის, რომლის ხარჯებსაც სრულად აჭარის განათლების ფონდი დაფარავს.

ეკატერინე დგებუაძემ კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასეთი შესაძლებლობების მიცემა პედაგოგებისთვის ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

კონკურსის შემდეგ ეკატერინე დგებუაძემ მასწავლებელთა სახლის შენობა დაათვალიერა და პედაგოგების ტრეინინგს „ინკლუზიური განათლების შესავალი დაესწრო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე