ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისისა და სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლების ერთობლივი ღონისძიება

17 დეკემბერს თბილისის 24-ე საჯარო სკოლას დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს მოსწავლეები ეწვივნენ. ღონისძიება განხორციელდა პროექტის -”განსხვავებული დღე”- ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთიანი რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეების დამეგობრებას და ინტეგრირებას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ინიციატივით და საქართველოს ტრენერ-პედაგოგთა კავშირის ”ლამპარი” ფინანსური მხარდაჭერით.

დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლა ერთადერთია, რომელიც თეთრი არაგვის, ე.წ. ბუდე-ფშავის მაღალმთიანი  ხეობის სოფლებს ემსახურება. ამ მცირეკონტინგენტიან სკოლაში სულ 17 მოსწავლე სწავლობს და პედაგოგებს  კლასკომპლექტებში უწევთ მუშაობა. აღნიშნული სკოლა ერთ-ერთია იმ სამი სკოლიდან, რომლებზეც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა კურატორობა აიღო.

ღონისძიებაზე თბილისის 24-ე და შუაფხოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ინტელექტუალური, ფიზიკური და სახალისო თამაშები გამართეს, სადაც ორივე სკოლამ წარმატებით წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები. ამავდროულად, ღონისძიებას წინასაახალწლო დატვირთვა მოსწავლეთა ერთობლივმა  კონცერტმა შესძინა.  კონცერტის ბოლოს კი  სტუმრებს გადაეცათ საჩუქრები და სპეციალური სერტიფიკატები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე