ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეცნიერების განვითარების პოლიტიკის შემუშავების მიზნით მინისტრთან არსებული მეცნიერთა საკონსულტაციო ჯგუფი ყალიბდება

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მინისტრთან არსებული მეცნიერთა საკონსულტაციო ჯგუფის ჩამოყალიბების მიზნით უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე მეცნიერებს იმ გამოწვევების შესახებ ესაუბრა, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლება და მეცნიერება დგას. მისი თქმით, გადაუდებელ ამოცანას პრიორიტეტული დარგების განსაზღვრა წარმოადგენს, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნუნუ მიცკევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა არსებულ მოცემულობაში მეცნიერთა საკონსულტაციო ჯგუფის ჩამოყალიბების აუცილებლობა, რომელიც მეცნიერების პოლიტიკის შემუშავებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მხარეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საქმიანობის შედეგების ზუსტი ინდიკატორებით განსაზღვრის აუცილებლობა და ამის საფუძველზე მათი კლასტერული გადალაგება, ეროვნული საგრანტო კონკურსების ეფექტურობის გაზრდა, მეცნიერთა კორპუსის გაახალგაზრდავება და პოსტდოქტორანტურის სამართლებრივი სტატუსის დაზუსტება და გაფართოება, სადოქტორო სკოლის გაძლიერება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ჩართულობით და სხვა.

გარდა ამისა, ნუნუ მიცკევიჩმა მეცნიერებს ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ისა და იმ მექანიზმების შესახებ ესაუბრა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ამ პროგრამაში მონაწილეობის წარმატების მაჩვენებელს გაზრდის.

მხარეებმა მეცნიერების განვითარების პოლიტიკის დასაგეგმად მომდევნო შეხვედრების ფორმატიც განსაზღვრეს, რაც მეცნიერთა საკონსულტაციო ჯგუფის შესაბამისი დებულებით განისაზღვრება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე