ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხელ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან განათლების სისტემის 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელების დეტალები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს: გლობალური განათლების მენეჯერს - ჰარი პატრინოსს, სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ლიდერს - ლირე ერსადოს, განათლების პროგრამის ხელმძღვანელს - სორენ ნელემანს, განათლების უფროს სპეციალისტს - ნინო ქუთათელაძეს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისთვის მსოფლიო ბანკის 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელების დეტალების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის უპრეცედენტო მხარდაჭერისათვის და ყველა განხორციელებული და მიმდინარე პროექტისათვის. მინისტრის თქმით, 102.7 მილიონიანი ახალი ექვსწლიანი პროექტის მდგრადი განვითარებისათვის საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც დაფინანსებას საქართველოს განათლების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად წარმართავს. ამგვარი გამოწვევები კი არსებობს განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით. მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი უშუალოდ სკოლამდელი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეხება და მათთვის ხელსაყრელი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, მინისტრმა უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა, კერძოდ, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების ახალ მოდელს შეეხო, რომლის დახვეწა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს.

თავის მხრივ, სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროექტის განხორცილების პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს, როგორც მთავრობის, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებას ადამიანური კაპიტალის განვითარებით შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ 5 მარტს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, დონორებთან კოორდინირებული მუშაობისათვის, კონფერენცია გაიმართება, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ მიეძღვნება. აღნიშნული პროგრამა ხუთ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება; სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე