ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სკოლებში დანაშაულის პრევენციის საკითხზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმღვანელი თათია ხოჭოლავა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროებებისა და სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა-პანსიონი წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს კანონის შესაბამისად ნახევრად დახურული ტიპის ინსტიტუციის ფუნქციას დაკარგავს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეებს ალტერნატიულ სერვისებს შესთავაზებს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი არასრულწლოვნებში ქცევის კორექციისა და რეაბილიტაციის პროგრამების განვითარებას უჭირავს. ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანია შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა. ეკატერინე დგებუაძემ ხაზი გაუსვა, რთული ქცევის მქონე მოსწავლეთა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შემუშავების აუცილებლობას და ასევე დანაშაულის პრევენციის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაკის როლის გაძლიერებაზე იმსჯელა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვეს და რიგი საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით სამომავლო შეხვედრებიც დაგეგმეს.

სსიპ – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა-პანსიონი საქართველოში ერთადერთი არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაა, სადაც მოცემული მომენტისთვის ირიცხება 9 არასრულწლოვანი (ბიჭი). საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ასევე, მულტიდისციპლინური გუნდი მუდმივ მონიტორინგს უწევენ სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ყველა სკოლა პანსიონში მიმდინარე სააღმზრდელო პროცესს, მათ შორის სსიპ – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლასაც.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე