ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

,,თარგმნილი პიესა 2020“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმნილი პიესა 2020“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

  • I პრემია - დავით გაბუნია - ტრეისი ლეტსი , "აგვისტო, ოსეიჯის ოლქი";
  • II პრემია - ქეთი ქანთარია - იგნაცი ვიტკევიჩი, "მეწაღეები";
  • III პრემია - ნინო გოგიჩაიშვილი - ბერნარ-მარი კოლტესი, "რობერტო ზუკო.

კონკურსის ფარგლებში საუკეთესოთა შორის კიდევ სამი თარგმანი დასახელდა:

  1. ფლორიან ზელერის „მამა“, მთარგმნელი ნანა სამჭკუაშვილი;
  2. გიიომ აპოლინერის „ტირესიასის ჯიქნები“, მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე;
  3. სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინი“, მთარგმნელი ინგა ჟღენტი.

კონკურსი „თარგმნილი პიესა 2020" ტრადიციულად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. შემოსული 13 უცხოური პიესიდან სამი საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. სამ გამარჯვებულს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცა.

თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. ის ორი კონკურსისგან შედგება - „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.

თუმანიშვილის ფონდი 1998 წელს, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე.

ყველა პიესა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ინტერნეტ სივრცეში, გამოყენების უფლებისათვის უნდა მიმართონ მთარგმნელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე