ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით სამინისტრომ კონკრეტული გეგმა შეიმუშავა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით,  სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში არდადეგები გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული არდადეგების მიუხედავად, იმისათვის, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ შეიზღუდოს, სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები და გეგმა, რომელიც განიხილა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან.

სამინისტროს რეკომენდაციით პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაცია უკვე გადასულია ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;

აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაში არ არსებობს აკადემიური წელი და სემესტრები; ყოველ პროგრამას განსაზღვრული აქვს სხვადასხვა ხანგრძლივობა. შესაბამისად, არდადეგების გამოცხადებამ გამოიწია მხოლოდ სწავლის ერთი თვით გვიან დასრულება, რაც  არ უქმნის საფრთხეს სტუდენტების მიერ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დაძლევას;

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, მაისის დასაწყისში, ხოლო აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა დაიწყება სექტემბრიდან.

ახალი პროგრამების მოქნილი ავტორიზაციისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შემუშავებული აქვს ავტორიზაციის პროცესის ელექტრონულად წარმართვის მექანიზმი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კოლეჯებს მიმართა რეკომენდაციით, მისცენ რიგგარეშე ანაზღაურებადი შვებულება იმ პროფესიულ მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულნი არიან დროებით შეჩერებული პროგრამების განხორციელებაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე