ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ცნობილი სახეები ერთი დღით მანდატურები გახდნენ

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესული მანდატურები, ერთი სამუშაო დღით საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა შეცვალეს. რამდენიმე  ჟურნალისტმა და პოპულარულმა ტელეწამყვანმა სურვილი გამოთქვა ერთი დღე სკოლაში მანდატურის ამპლუაში გაეტარებინათ და თავად გამოეცადათ რას აკეთებენ მანდატურები სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებულ სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

დილის 9 საათიდან  მოხალისე მანდატურთა  სამკაციანი ჯგუფები ასე გადანაწილდნენ:

პირველ საჯარო სკოლაში - იმედის ჟურნალისტები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ლევან როსტოშვილი, ლაშა ხარაზიშვილი; 

№53 საჯარო სკოლაში - რუსთავი 2-ის ცნობილი სახეები: ვანო ჯავახიშვილი, დუტა სხირტლაძე, დიკო ჯოჯუა;

№51 საჯარო სკოლაში - საზოგადოებრივი ტელევიზიიდან:  ნინო თოლორდავა, ნიკა მოლოდინაშვილი, გია ჭანტურია;

პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში - რეგიონ ტვ-ეს ჟურნალისტები: თამუნა თუშური, მიშა ვარძელაშვილი, ავთო ტუღუში;

სკოლისა და  ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში ამ უჩვეულო დღემ საინტერესოდ ჩაიარა, იყო სასიამოვნო კურიოზები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხალისე მანდატურების განცხადებით, საკმაოდ რთული და საინტერესოა მანდატურის საქმიანობა, ერთდროულად უნდა იყო მობილიზემული, დაკვირვებული, სამართლიანი, რჩევის მიცემაში კომპეტენტური, ასევე კარგი ფსიქოლოგი და დიპლომატი.

აქცია არ იქნება ერთჯერადი მომავალში სხვა ცნობილი ადამიანებიც მოირგებენ მანდატურის უნიფორმას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე