ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო განაცხადების მიღების წესი და ვადები იცვლება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით,  „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული  საკონკურსო განაცხადების მიღების წესი და ვადები იცვლება.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადები გახანგრძლივდება  20 აპრილამდე, შემდეგი კონკურსებისთვის:

  • თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში;
  • სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა;
  • „ხელოვნება განათლებისთვის" მცირე გრანტები სახელოვნებო განათლებაში;
  • ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
  • „უსაზღვრო შესაძლებლობები"-კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა;
  • „ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე"-დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • კულტურის ხელშეწყობის პროგრამით  გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში საკონკურსო განაცხადების და სხვა საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება, ასევე კონსულტაციები განხორციელდება ელექტრონულად, მისამართზე  [email protected];
  • უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ახალი საკონკურსო ვადები თითოეული კონკურსისათვის.

იმ პირებს, რომლებსაც უკვე შემოტანილი აქვთ საკონკურსო განაცხადები, უფლება ეძლევათ, წარმოადგინონ განახლებული განაცხადები, ახალი ვადების გათვალისწინებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე