ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსში ,,The Best Linguist” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში  კონკურსის "The Best Linguist” მესამე დასკვნითი  ტური ჩატარდა, რომელშიც    ზესტაფონის, სამტრედიის, ზუგდიდის, ქობულეთისა და ქუთაისის სკოლებიდან 18 კონკურსანტი მონაწილეობდა. კონკურსის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლების ექსპერტი ბენ პილიგრინი, და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე.  ამავე სკოლაში ირინე ქურდაძემ ქუთაისის სკოლების 300-მდე პედაგოგთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს 2010 წელს განხორციელებული რეფორმის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

სამინისტროს მხარდაჭერით, მეორე წელია ქუთაისის №17 საჯარო სკოლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტთან ერთად,  ინოვაციურ on-line  კონკურსს  „The best linguist“ ატარებს.  კონკურსის პარტნიორია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ადგილობრივი თვითმმრთველობა და პროკრედიტ ბანკი.

კონკურსის ყველა მონაწილესთან გასაუბრება  live რეჟიმში Skype-ის საშუალებით განხორციელდა. კონკურსის ამ ეტაპს ამიტომაც ეწოდა “skype ტური“. აღნიშნულმა აქტივობამ რეგიონების მოსწავლეებს გაუმარტივა კონკურსში მონაწილეობა. დასკვნით „Blog“ ტურში კონკურსანტებს ევალებოდათ მითითებული თემებიდან აერჩიათ ერთ-ერთი  და შეექმნათ ბლოგი, რომლის ლინკსაც გააგზავნიდნენ [email protected] მისამართზე.  ფინალისტებმა საინტერესო ვარიანტები წარმოადგინეს, ძალზე რთული აღმოჩნდა მათ შორის საუკეთესოთა გამოვლენა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ახალი კალათბურთისა და საჭიდაო დარბაზები, რომელთა რეაბილიტაციაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2010 წელს განხორციელდა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე