ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ავტოპარკი და ტექნიკური პერსონალი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვებიან.

უწყების კუთვნილი 5 ავტომანქანა და მათი მძღოლები ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირების ქვეშ მოექცევა.

პერსონალის მიერ შესაბამისი სამედიცინო უსაფრთხოებისა და ქცევის ნორმების სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ, სააგენტოს მძღოლები, სხვა მოხალისეებთან ერთად, განახორციელებენ საცხოვრებელ სახლებში მყოფი ასაკოვანი მოქალაქეებისთვის პროდუქტისა და მედიკამენტების მიწოდებას. ამ სერვისის მისაღებად მოქალაქეები ქ. თბილისის მერიის ცხელ ხაზს (032) 2722222 და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელ ხაზს (032) 2961092 დაუკავშირდებიან.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომლების მიერ განხორციელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე