ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჟურნალ ”ჯუნიორთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და შპს “ვოლფაბლიშინგის” წარმოამდგენელმა ვახტანგ ვარაზმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც საჯარო სკოლებსა ჟურნალ ”ჯუნორის” წარმოამდგენლებს შორის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში ერთობლივ თამანშრომლობას ითვალსწინებს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით, მემორანდუმი სხვადასხვა კონკურსებისა და ვიქტორინების ერთობლივად ჩატარებას ითვალისწინებს და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს შეეძლება.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი “ჯუნიორი” მოზარდთა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. ჟურნალის დახმარებით ბავშვებს საშუალება აქვთ მეცნიერებასა და ტექნიკაზე, სოციალური სფეროს უახლეს აღმოჩენებზე, კინოზე, მუსიკასა და ახალ წიგნებზე საინტერესო პუბლიკაციებს გაეცნო. ”ჯუნიორში” გამოქვეყნებულ სტატიებს თან ახლავს ინტერნეტ გვედების ბმულები, სადაც ბავშვებს დამატებითი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობაც ეძლევათ. ჟურნალში დაბეჭდილია ასევე ლოგიკური გამოცანები, კროსვორდები, სახალისო მათემატიკა და ა.შ. ”ჯუნიორში” ყველა ის სიახლე იბეჭდება, რაც ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალ ”ჯუნიორის” ერთ-ერთ სახეს ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძე წარმოადგენს, რომელიც მოზართა  განვითარების სრულყოფაში აქტიურადაა ჩართული.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, კოკა სეფერთელაძის განცხადებით, მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას სამინისტრო  მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რადგან მომავალი თაობების აღზრდა და გათვითცნობიერება,   სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებულებას იღებს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებების ინფორმირება მოახდინოს ჟურნალ "ჯუნიორ"-ის წარმომადგენლების სკოლებში ვიზიტების თაობაზე.  შპს ,,ვოლფაბლიშინგი”კი თავის მხრივ ყველა განსახორციელებელ  პროექტს სამინისტროსთან შეათანხმებს და  მათ შესრულებას გამჭირვალობის პრინციპით უზრუნველყოფს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე