ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის მოადგილეებმა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ ”მე მიყვარს ჩემი პოლიცია” კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები  პორტატული კომპიუტერებით, სერტიფიკატებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

კონკურსი ”მე მიყვარს ჩემი პოლიცია”  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შსს-სთან თანამშრომლობით განახორციელა. თხზულებების კონკურსში  VI-XII კლასის, ხოლო ფოტოკონკურსში  VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ნახატების კონკურსი კი ორ ასაკობრივ ჯგუფში I-VI და VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

კოკა სეფერთელაძემ და ეკა ზღულაძემ დასკვნით ტურში გამარჯვებულები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს: I ადგილზე გასულები - 700 ლარით, II ადგილზე გასულები - 500 ლარით,  III ადგილზე გასულები - 300 ლარით.

ნახატების კონკურში პირველი ადგილი თბილისის №169 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლემ მარიამ ჭანტურიამ და №145 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ანა ჯავახაძემ დაიკავეს. თხზულებების კონკურსში გამარჯვებული ოზურგეთის №3 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დავით შალიკავა გახდა, ხოლო ფოტოკონკურსში  თბილისის №168-ე სკოლის მოსწავლე ელენე გლაზოვა.

გამოვლინდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ფავორიტები,  რომლებიც პოტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.  დიმიტრი შაშკინის ფავორიტი ადიგენის რაონის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე დარეჯან ჯაფარიძე, ხოლო ვანო მერაბიშვილის ფავორიტი თბილისის №136-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დიმიტრი ყანჩაველი გახდა.

”განსაკუთრებული პრიზით” კი №141-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ვახტანგ ჭყოიძე დაჯილდოვდა, რომელმაც თხზულებების კონკურსში წარმატებით  მიიღო მონაწილეობა.

თხზულებებისა და ნახატების კონკურსები სამ ეტაპს: სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა. რეგიონულ ტურში სკოლებმა ორი საუკეთესო ნახატი და თხზულება წარმოადგინეს, რომელთაგან ერთი მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ფარული კენჭისყრით შეირჩა. რეგიონულ ტურში  სულ 66 ნახატმა და 29 თხზულებამ გაიმარჯვა, რომელთა ავტორებმაც სერთიფიკატები მიიღეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე