ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „9 აპრილის ერთიანობა და თანადგომა კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას“

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავადა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების შესახებ:

„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს, თავისუფლების გამარჯვების დღეა. ამიტომაცაა, რომ სამშობლოსათვის შეწირულთა სახელებს ღრმა წუხილითა და თან სიამაყით ვიგონებთ. მადლიერებით მივაგებთ პატივს მათ ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი თავდადებით მომავალ თაობათა თავისუფლებისკენ გაკვალა გზა.

დღეს, როდესაც სულ სხვა სახის გამოწვევათა პირისპირ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ერთიანობისა და თანადგომის ეს პრეცედენტი კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას.“

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე