ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ მიხეილ ჩხენკელს ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა და 30 მარტს UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ ჩხენკელმა მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

მინისტერიალის - „COVID-19 და ღია მეცნიერება“ მონაწილეებმა მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების ეფექტიან გზებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

„UNESCO-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ დიალოგის შედეგად გამოჩნდა გლობალური სოლიდარობის მნიშვნელობა არა მხოლოდ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის, არამედ მდგრადი განვითარების სხვა საკითხების მოგვარების საქმეში. COVID-19 კრიზისმა აჩვენა, რომ ჭეშმარიტი სამეცნიერო კოალიცია, რომელიც ღია მეცნიერების პრინციპზეა დაფუძნებული, პანდემიასთან ბრძოლაში სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მონაცემებს უნდა აზიარებდეს. მინისტრების შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეცნიერების მნიშვნელობა გლობალურ საფრთხეებთან გამკლავებისა და მომავლის წინაშე მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. ვირტუალური მინისტერიალის მონაწილეებმა UNESCO-ს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდეს ღია მეცნიერების გაძლიერების, სამეცნიერო რჩევებისა და სხვა ტიპის მხარდაჭერის გზით,“ - ნათქვამია UNESCO-ს მადლობის წერილში.

UNESCO-ს ონლაინ დიალოგში მონაწილეობა 122 ქვეყნის 210 წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის იყვნენ: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების 77 მინისტრი და მინისტრის მოადგილე, ევროკავშირისა და აფრიკის კავშირის კომისრები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მეცნიერები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე