ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველ გოგონათა წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადაზე

დასრულდა მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO 2020), რომელიც წელს მსოფლიო პანდემიის გამო, ვირტუალურ  რეჟიმში ჩატარდა.   ყოველწლიურად აღნიშნულ ოლიმპიადაში  ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მიმდინარე წელს მასში 52  ქვეყნის, 204 საუკეთესო მოსწავლე იყო ჩართული. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრები, რომელიც კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე ოთხი გოგონასგან შედგებოდა.

ჩვენი ქვეყნის  წარმომადგენელთათვის ოლიმპიადა  წარმატებული    აღმოჩნდა. წელს პირველად,  ნაკრების  ოთხივე  წევრმა   მედალი მოიპოვა: ანა  ონოფრიშვილი -  ოქროს მედალი;  თამარ  კორკოტაშვილი - ვერცხლის მედალი; მარიამ  ივარდავა - ბრინჯაოს  მედალი; მარია   ცხვედიანი  -  ბრინჯაოს მედალი.

გუნდურ  ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა  ბულგარეთთან ერთად  IX-X ადგილი გაიყო, რაც მონაწილე ქვეყნების რაოდენობიდან გამომდინარე, კარგი მაჩვენებელია.

ნაკრების ლიდერი იყო ივანე გოქაძე, თანალიდერები - დიმიტრი  არაბიძე და საბა ლეფსვერიძე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე