ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი მასაჩუსეტსის ინსტიტუტის ხელმძღვანელს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის  ხელმძღვანელს, დოქტორ ჯონ დესფორჯს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შორის სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა. ასევე 2011 წლის მარტში ინსტიტუტის პროფესორების საქართველოში ჩამოსვლა და იმ კვლევებში მონაწილეობის მიღება იგეგმება, რომელიც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ აშენებულ სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში განხორციელდება.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით  საქართველოს მთავრობა დააფინანსებს ყველა მოქალაქეს რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტში მაგისტრატურაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს.

მასაჩუსეტსის ინსტიტუტი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია საინჟინრო, სამეცნიერო და ტექნოლოგიური განხრით რაც საქართველოს განათლების სისტემაში პრიორიტეტულ სფეროებად ითვლება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე