ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

UNESCO-ს „მონაწილეობის პროგრამა” 2020-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, მსურველებს სთავაზობს წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები იუნესკოს 2020-2021 წლების „მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO აგრძელებს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას როგორც პრიორიტეტული მიმართულებების, ისე მნიშვნელოვანი პროგრამების ფარგლებში. „მონაწილეობის პროგრამა” არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც, ორ წელიწადში ერთხელ, წევრ სახელმწიფოებს  შეუძლიათ განახორციელონ პროექტები ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების/სტრატეგიული მიზნების შესაბამისად. ინფორმაცია ორგანიზაციის  პრიორიტეტების/სტრატეგიული მიზნების შესახებ მოცემულია  დოკუმენტში 40 C/5 ბმულზე https://unesdoc.unesco.org

(23-ე გვერდიდან).

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, რომელსაც სურს განახორციელოს პროექტი იუნესკოს პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით. სასურველია პროექტი, პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, ითვალისწინებდეს იუნესკოს გლობალურ პრიორიტეტს - გენდერულ საკითხს და აქცენტს აკეთებდეს გოგონებისა და ქალების ჩართულობაზე. „მონაწილეობის პროგრამის“ პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური მეცნიერება და მეცნიერება ადამიანების შესახებ, კულტურა, კომუნიკაცია და ინფორმაცია; თითოეული პროექტისთვის განსაზღვრულია ბიუჯეტი 26,000 აშშ დოლარის ოდენობით.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2020 წლის 10 ივნისამდე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს, ელექტრონულ მისამართზე [email protected], უნდა გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
  • შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ (“Benchmarks”);
  • დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განმცხადებელი ორგანიზაციის  ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.
  • პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.

პროექტების პირველად შერჩევას იუნესკოს ეროვნული კომისია აწარმოებს, ხოლო შერჩეული პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ. პარიზი).  

UNESCO (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია)  1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა და მისი ძირითადი მიზანია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრება ქვეყნებს შორის განათლების, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კულტურისა და კომუნიკაციის სფეროებში თანამშრომლობის გზით; ხელსაყრელი პირობების შექმნა ცივილიზაციათა, კულტურათა და ხალხთა შორის დიალოგისათვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ზოგადი ფასეულობების პატივისცემაზე.

საქართველო UNESCO-ს სრულუფლებიანი წევრი 1992 წლის 7 ოქტომბერს გახდა. ამავე წელს შეიქმნა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და სამდივნო, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებს. კომისიას ევალება UNESCO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია. მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე, საქართველოში UNESCO-ს დაფინანსებით არაერთი პროექტი განხორციელდა, საქართველომ მონაწილეობა მიიღო და დღემდე მონაწილეობს ორგანიზაციის არჩევით ორგანოებში და ითვალისწინებს UNESCO-ს რეკომენდაციებს. 2018-2019 წლების განმავლობაში, UNESCO-ს მიერ დაფინანსებული და საქართველოში განხორციელებული პროექტების საერთო თანხამ შეადგინა 70.000  აშშ დოლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე