ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების განვითარების 2020 წლის სამოქმედო გეგმა დონორმა ორგანიზაციებმა განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, დონორთა მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ და მხარს უჭერენ მიმდინარე რეფორმას.  კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, აზიის განვითარების ბანკი,  მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის განვითარების ფონდი, Dvvinternational,  გერმანიის საელჩო.

თამარ ქიტიაშვილმა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პროფესიული განათლების მიმართულებით მათთან თანამშრომლობით შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარუდგინა და ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელთა საპასუხოდაც სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაციებიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება. გეგმის დეტალურად განხილვისას დონორების მხრიდან გარკვეული რეკომენდაციები იქნა მოწოდებული. 

საკოორდინაციო შეხვედრაზე თამარ ქიტიაშვილმა სამინისტროს მიერ შემუშავებულ  სიახლეებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.

დონორი ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა, ახალი ინიციატივებით დაეხმარონ სამინისტროს პანდემიით გამოწვეული სიძნელეების გადალახვაში  და ხელი შეუწყონ პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე