ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალგაზრდა მეცნიერმა საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით გაიარეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს შეხვდნენ.

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების  წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში 3 თვის მანძილზე მუშაობდნენ.  შეხვედრაზე მათ მიღებულ გამოცდილებაზე, უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობაზე ისაუბრეს და თავიანთი საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

რუსთაველის ფონდის მიზანია უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსით ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, დაეხმაროს მათ გამოცდილების შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. კონკურსი მეორე წელია ტარდება, ფონდი გეგმავს, რომ მას მომავალში უფრო მასშტაბური სახე მისცეს.

შეხვედრაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სტაჟირების კონკურსის შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამა წარმატებულია. მისი თქმით, მიმდინარე წელს დაფინანსებული რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი ჯერ კიდევ იმ საერთაშორისო კვლევით დაწესებულებებში  იმყოფება, სადაც სტაჟირებით იყვნენ მივლინებული, რადგან მათი მაღალი კვალიფიკაციის გამო უცხოელმა კოლეგებმა ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე თვით გაუგრძელეს.

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების გასავლელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 000 ლარამდე დაიხარჯა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე