დიმიტრი შაშკინმა უსინათლო ბავშვთა სკოლას საჩუქრები გადასცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202 უსინათლო
ბავშვთა სკოლას ეწვია და ბრაელის საბეჭდი მანქანა, ბრაელის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და ტაქტიკური სასწავლო მასალები გადასცა. ტექნიკისა და სასწავლო
მასალების შეძენა UNICEF-ის მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში განხორციელდა. ამავდროულად,
გადმზადდნენ პედაგოგები, რომლებიც პრინტერთან იმუშავებენ.
თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლაში 46 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. სკოლა აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმინობებში და მოსწავლეების სოციალურ ადაპტაციაზეა ფოკუსირებული.
№202 უსინათლო ბავშვთა სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ. მათთვის საგამოცდო მასალა ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული.


