ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამედროვე სკოლის პროექტების არქიტექტურული კონკურსი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი თოდუა თანამედროვე სკოლის მოდელის ესკიზური პროექტების არქიტექტურული კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს გაეცნენ და საკონკურსოდ შერჩეული 18 არქიტექტურული პროექტის ავტორებს  სერტიფიკატები გადასცეს.

თანამედროვე სკოლების პროექტების  კონკურსი სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან ერთად გამოაცხადა და მისი მიზანია შეირჩეს თანამედროვე სასწავლო სივრცეების კონცეპტუალური პროექტები, რომელთა შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და საქართველოს სპეციფიკა. კონკურსში მონაწილეობა  ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეეძლო. 

კომისია უკვე გაეცნო წარმოდგენილ ესკიზებს, მიმდინარეობს მათი შეფასება და რამდენიმე დღეში გამოვლინდება გამარჯვებული პროექტები.  კონკურსის საპრემიო ფონდია: მცირე ზომის სკოლა (120 მოსწავლეზე)  პირველი პრემია  - 2000 ლარი; მეორე პრემია - 1200 ლარი; მესამე პრემია - 800 ლარი, დიდი ზომის სკოლა (900 მოსწავლეზე) პირველი პრემია - 2500 ლარი; მეორე პრემია - 1500 ლარი; მესამე პრემია -1000 ლარი, საუკეთესო ალტერნატიული (ნოვაციური) მოდელი პრემია – 1000 ლარი.

თანამედროვე სკოლების საუკეთესო პროექტებში ასახული ახალი მიგნებები, ნებისმიერი ინოვაციური დეტალი  მომავალში გათვალისწინებული იქნება თანამედროვე სკოლის სტანდარტში, რომელზედაც სამინისტრო მუშაობს. სტანდარტი იქმნება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებითა და პროფესიონალებთან კონსულტაციებით, მომავალში იგი ზუსტად განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს თანამედროვე სკოლა, თავისი კომუნიკაციებით, პარამეტრებით, აღჭურვითა თუ განათებით. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე