ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. რექტორთა საბჭოზე ორი ძირითადი საკითხი განიხილეს: საუნივერსიტეტო სივრცეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, სასწავლო ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრების და სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა.

მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტების რექტორებს მადლობა გადაუხადა კრიზისულ სიტუაციაში უმოკლეს დროში რესურსების მობილიზაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის. მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციების შესაბამისად.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს ეძლევა შესაძლებლობა შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპამდე, ნებაყოფლობით, საკუთარი არჩევანის საფუძველზე, ის სასწავლო კურსები, რომლებიც პრაქტიკულ კომპონენტსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს მოიცავს, საუნივერსიტეტო სივრცეში ინტენსიურ რეჟიმში ჩაატარონ. თუმცა ამისათვის ცალკეული ლაბორატორიების მზაობა უნდა დაადასტურონ. კერძოდ, უნივერსიტეტები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.moh.gov.ge/ka/740/ და სპეციალური შემოწმების შედეგად ექსპერტებისაგან მიიღონ ნებართვა განსაზღვრულ სივრცეებში სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ. იგივე წესი გავრცელდება სახელოვნებო და შემოქმედებით მიმართულებებზე, რომლებიც პრაქტიკული კომპონენტების ჩასატარებლად საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებას გადაწყვეტენ.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე ჩატარდება. თუკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინალური გამოცდების ჩატარებას შიდა საგამოცდო სივრცეებში გადაწყვეტენ, უსაფრთხო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ. ასევე, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ფორმატი და თარიღი უნივერსიტეტებმა თავად უნდა განსაზღვრონ სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.

მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტების რექტორებს მადლობა გადაუხადა, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინეს სამინისტროს რეკომენდაცია სწავლის გადასახადის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი მიდგომა სტუდენტების ახალი მიმართვის შემთხვევაშიც გაგრძელდება.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრებისთვის იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://mes.gov.ge/s/UDPPi

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე