ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „ სახელმწიფოს, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების და კერძო სექტორის თანამშრომლობა სასიკეთოდ ადგება ჩვენს ქვეყანას“

საქართველოში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ პროდუქციის -Faceguard-ის გამოშვებას იწყებს.

საწარმოს გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ჩინეთის საელჩოსა და თიბისი ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„პირბადეების საწარმო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში დასაქმდებიან ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კოორდინირებული მუშაობის, როდესაც სახელმწიფო, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და კერძო სექტორი მჭიდროდ თანამშრომლობენ და ეს რასაკვირველია, სასიკეთოდ ადგება ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმოა საქართველოში, რომელიც თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Melt Blown უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99% -იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია Faceguard განკუთვნილია ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის.

ამჟამად, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსში“ 2 საწარმოო ხაზი უკვე დამონტაჟებულია, იწყება პირველი პროდუქციის- Faceguard-ის წარმოება, რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსში“ პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე