ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად, თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ახალი, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა. სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მშენებლობა წინასწარ დათქმული ვადების გათვალისწინებით გრძელდება, რომლის თანახმად, ახალი სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება.

საქართველო ისტორიაში პირველად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, კალათბურთის ევროპის ჩემოპიონატიც, ისევე როგორც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი, ერთი წლით გადაიდო და „ევრობასკეტი 2021“ მომავალი წლის ნაცვლად 2022 წელს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ FIBA ევროპის ჩემპიონატს წინასწარ დათქმულ ვადებში ჩაატარებდა, თბილისის ახალი სპორტის სასახლე უდიდეს საკალათბურთო ფორუმს სრულ მზადყოფნაში შეხვდებოდა.

დღევანდელი მდგომარეობით, მთლიანად დასრულებლია საძირკველის მოწყობის და მშენებლობის საწყისი ეტაპის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები, ასევე დასრულებულია ხიმინჯების (110 ცალი) შენება, სრულად დამთავრებულია ნულოვანი ბეტონის ფილისთვის ლითონის კონსტრუქციის ქსოვის სამუშაოები, ამჟამად კი მიმდინარეობს კოლონების მოწყობის სამუშაოები და პირველი სართულის მშენებლობა. მშენებლობის ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საინფორმაციო ბანერები. მშენებარე ობიექტზე დაცულია ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე