ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეკატერინე დგებუაძემ Unicef-ის წარმომადგენელთან და ბულგარეთის, ნორვეგიისა და ესტონეთის ელჩებთან ზოგადი განათლების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან და ბულგარეთის, ნორვეგიისა და ესტონეთის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

მხარეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სრულფასოვანი ინტეგრაციის მხარდამჭერი

მექანიზმების განვითარება, სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვებისთვის განათლების მიღების უზრუნველყოფა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, ასევე, მუშავდება ალტერნატიული კურიკულუმი, რომელიც მხარს დაუჭერს განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს. შეხვედრის მონაწილეებმა სამინისტროსა და ესტონეთის საელჩოს ერთობლივი პროექტიც განიხილეს, რომელიც ითვალისწინებს საშუალო საფეხურის, მე-11 მე-12 კლასების, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი დისტანციურ სწავლებასაც შეეხო. სტუმრებმა მინისტრის მოადგილეს ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება მიულოცეს. ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა მინისტრის მოადგილეს დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესში სამინისტროსა და UNICEF-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობისთვის. მან აღნიშნა, რომ სამინისტრომ უზრუნველყო სკოლებში დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვა და ამ კუთხით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო.

ღაზან ხალილი: „იუნისეფი თითოეულ ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჩვენ მადლიერი ვართ, რომ განათლების მინისტრის მოადგილემ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრით აღნიშნა. ჩვენ განვიხილეთ ბავშვების განათლების უფლების საკითხები და ასევე ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება დავძლიოთ განათლების სფეროში არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში. სამინისტრო ამ მიმართულებით თავდაუზოგავად მუშაობს და იუნისეფი უმაღლეს შეფასებას აძლევს არსებული გამოწვევების დასაძლევად სამინისტროს ძალისხმევას. დღეს ასევე გვქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდით ესტონეთის, ბულგარეთისა და ნორვეგიის ელჩებსაც, რომლებიც საქართველოში ბავშვთა განათლების უფლებების დიდი მხარდამჭერები არიან.“

შეხვედრის ბოლოს ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს და მნიშვნელოვანი საკითხების დეტალურად განსახილველად სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე