ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლება და გადამზადება დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით,  საქართველოში პირველად განახორციელა კვლევა, რომელშიც შესწავლილია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და გაანალიზებულია პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართება დასაქმებასა და შრომის ბაზართან.

დღეს კვლევის შედეგები და რეკომენდაციები   განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, UNDP-ის ხელმძღვანელთან ლუიზა ვინტონთან, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან და პროფესიული განათლებისა და გადამზადების ექსპერტებთან ერთად,  ონლაინ შეხვედრაზე განიხილა.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შესწავლა და ანალიზი მნიშვნელოვანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმის წარმატებისთვის. მისივე თქმით, კვლევის შედეგები უკვე საფუძვლად დაედო სტუდენტების ჩარიცხვის წესში  ცვლილებების შემოღებას, რის შედეგადაც სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების რაოდენობა, ზოგადად  პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ინკლუზიორობა  მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ხარისხიანი განათლება მდგრადი განვითარების ცენტრალური შემადგენელია, რადგან ის მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ არავინ დარჩეს განვითარების მიღმა. პროფესიულმა განათლებამ და გადამზადებამ შეიძლება განვითარების გზა გაუხსნას ბევრ ქართველ ახალგაზრდას“ - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

„შვეიცარია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმის საქმეში“, - აღნიშნა შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა ხელმძღვანელმა დანიელ მევლიმ. „ამ მხრივ, აღნიშნული კვლევა ფასდაუდებელი რესურსია, რადგან მასში წარმოდგენილ მონაცემებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შესაძლებელია ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარება“.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე