ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო ჩემპიონატები გრძელდება

პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას გულსხმობს, თბილისის 22-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის კალათბურთში შიდა   სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ფინალურ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო. პატარა სპორტსმენებს სკოლის მოსწავლეები და სტუმრები გულშემატკივრობდნენ. 

რამდენიმედღიანი შეჯიბრი VIII და IX კლასელებს შორის ჩატარდა. გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის თასი და სიგელები გადაეცა, ხოლო გუნდის საუკეთესო მოთამაშეს კოკა სეფერთელაძემ პერსონალური კომპიუტერი გადასცა. სიგელები მიიღო  ყველა მონაწილემ.

სპორტული ტურნირი რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში მიმდინარეობდა. დარბაზი გარემონტდა და აღიჭურვა სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ALUMNI’’-ის ფარგლებში,  22-ე საჯარო სკოლისათვის წარმატებული კურსდამთავრებულებისა და მასწავლებელთა მიერ შემოწირული თანხით.

№22 სკოლაში 1000-მდე მოსწავლე სწავლობს, სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლე სკოლაში წარმატებით ხორციელდება, მათ შორის სპორტის გაკვეთილების დანერგვა.  მოსწავლეები ჩართულნი არიან სასკოლო ჩემპიონატებში,  მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპიადებში.  სკოლაში წარმატებით  მოქმედებს პროფესიული პროგრამები- გოგონებისთვის კულინარიაში, ვაჟები კი, სადურგლო და საზეინკლო საქმიანობას სწავლობენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე