ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საახალწლო საჩუქრები ”მომავლის სახლის” ბინადრებს

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ”მომავლის სახლის” აღსაზრდელებმა საჩუქრები მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე  და ცენტრის თანამშრომლები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და პატარებს ტკბილეული და საძერწი თიხა გადასცეს.

”მომავლის სახლში” სულ 30 ბავშვია და ისინი სხვადასხვა ხელობებს სწავლობენ, მათ შორის გამოყენებით ხელოვნებას, თექასა და ბატიკაზე მუშაობას. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი დავით კერესელიძესთან ერთად, პანტომიმის თეატრმა, კომპანია ”ჯეოსელმაც” მიულოცა.  ამ დღეს ბავშვებს ”ჯეოსტარი 2008”-ის გამარჯვებული გიორგი სუხიტაშვილიც ეწვია და მათთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე