ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ ითანამშრომლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქველმოქმედო ფონდის „ათინათის“ ( Foundation Atinati ) დამფუძნებელთან ნათია ხუნტუასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს განათლებისა და კულტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

მინისტრმა ნათია ხუნტუას პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით განხორციელებული პროექტები გააცნო, რომლებმაც ახალი შესაძლებლობები გააჩინა და საინტერესო იდეების გენერირებას შეუწყო ხელი. მიხეილ ჩხენკელი Microsoft Team-სა და სხვა ეროვნულ პლატფორმებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ტელესკოლა“, რომელიც სამომავლოდ დარჩება სატელევიზიო სივრცეში და კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან სახეს მიიღებს.

თავის მხრივ, ნათია ხუნტუამ მინისტრს საქველმოქმედო ფონდ „ათინათის“ მიმდინარე პროექტები გააცნო, რომლებიც განათლებისა და კულტურის მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ, საგანმანათლებლო პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის შესწავლის მიზნით ანიმაციური კურსის შექმნას გულისხმობს. აღნიშნული პროექტი ქართველი სათვისტომოსთვის დიდი შენაძენი იქნება და ახალგაზრდა თაობას ქართული ენის შესწავლას გაუადვილებს. გარდა ამისა, ფონდ „ათინათის“ დამფუძნებელმა კულტურული პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ქართული ისტორიული ძეგლების ვიზუალიზაციასა და უცხოეთში მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მიხეილ ჩხენკელმა საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა, მით უმეტეს, რომ ფონდის კონცეფცია სამინისტროს მიმდინარე პროექტებს თანხვდება. კერძოდ, მინისტრმა გამოყო საქართველოს საჯარო სკოლებში Microsoft-ის პროდუქტის “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის საკითხი, რომელიც მომავლის პედაგოგიკაა და ცოდნის თამაშის პროცესში შეძენას გულისხმობს. მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდთან თანამშრომლობით შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად განხორციელებული პროექტის „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“ გაფართოებაც. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე