ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საატესტატო გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა საატესტატო გამოცდებისათვის სკოლების ინტერნეტიზაციის პროცესთან  დაკავშირებით, სამუშაო სემინარი გახსნა და მის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

ორდღიან სემინარში  გამოცდების ეროვნული ცენტრის, ”მაგთიკომის“, კომპანიების ,,გრენასა“ და ,,ჯესკოს“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სკოლების  ინტერნეტიზაციის პროცესის მიმდინარეობის, საატესტატო გამოცდების ტექნიკური უზრუნველყოფისა და  სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2011 წელს დაგეგმილ საატესტატო გამოცდებს მოსწავლეები უშუალოდ საკუთარ სკოლებში, CAT-ის სისტემით  კომპიუტერებთან ჩააბარებენ.  CAT-ის სისტემა მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებულ ტესტირებას გულისხმობს.

გამოცდის ეს მოდელი სკოლების სრულ  ინტერნეტიზაციას მოითხოვს. ინტერნეტიზაციის პროცესს სკოლებში კომპანია ,,მაგთიკომი“ ახორციელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე