ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დღეიდან საქართველოში ყველა მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებს უმასპინძლებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლისთვის ეტაპობრივად იხსნება.

საქართველოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებელს შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიიღებს. პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს.

გთავაზობთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების გახსნის გრაფიკს.

I ეტაპი 20 ივნისი

• გ.ჩიტაიას სახელობის ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი;

• დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი/ნაქალაქარი;

• ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი/ნაქალაქარი;

• სამცხე-ჯავახეთის /ახალციხის ისტორიის მუზეუმი;

• მარგიანების მაჩუბი;

• სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი;

• სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალები: უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი და ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;

• სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი;

• სსიპ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი;

23 ივნისი

• სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი;

• სსიპ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი;

24 ივნისი

• სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი;

25 ივნისი

• სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმი (ერეკლე II -ის სასახლე);

• სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი;

• სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი;

29 ივნისი

• სსიპ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი;

II ეტაპი 1 ივლისი

• სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;

• დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა;

• ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი;

• სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი;

• სსიპ დავით ბააზოვის სახ. საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი;

• სსიპ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი;

• სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი;

• სსიპ დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი;

7 ივლისი

• სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი;

• სსიპ სმირნოვების მუზეუმი;

20 ივლისი

სსიპ ივანე მაჩაბლის მუზეუმი;

III ეტაპი 1 აგვისტომდე

• სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავლი დანარჩენი მუზეუმები;

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე