ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში,  თბილისის პირველი საჯარო სკოლაში დამეგობრებული საჯარო სკოლების მოსწავლეების, სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდების თანამშრომლობის შედეგად ერთობლივი ნამუშევრების საშობაო გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მცხოვრები რეპატრირებული და რუსთავსა და  დედოფლისწყაროში მცხოვრები ბოშა მოზარდების ხელნაკეთობები.

თბილისის პირველი საჯარო სკოლაში გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამოქალაქო აქტივობის გაზრდის მიზნით, სკოლებში არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, რადგან ინკლუზიური განათლების მაქსიმალური ხელშოწყობა, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების დამეგობრების ხელშემწყობი პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2005 წლიდან ხორციელდებოდა. 2007 წლიდან კი, ბრიტანული ორგანიზაციის Children’s High Level Group თანამშრომლობით  ,,სამოქალაქო აქრტიურობის ხელშეწყობის პროგრამა“ დაიწყო. პროგრამის მიზანია:

  • რეგულარული კლუბური მუშაობების დანერგვით საჯარო სკოლების მოსწავლეების/სტუდენტების და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოზარდების თანამშრომლობა და ინტეგრაცია/სოციალიზაცია;
  • სათემო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებით, როგორც საჯარო სკოლების მოსწავლეებში/სტუდენტებში, ისე  სოციალურად დაუცველ, მზრუნველობამოკლებულ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილ, რეპატრირებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოზარდებში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის სურვილის გამომუშავება.

 ანალოგიური პროგრამა  კიდევ ოთხ ქვეყანაში (რუმინეთი, მაკედონია, მოლდავეთი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი), ხორციელდება. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოში, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილმა რეგულარულმა კლუბურმა და დამატებით სათემო ინიციატივების განხორციელებამ, სამოქალაქო განათლებისა და ინკლუზიური სწავლების მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახადა. 

სტატისტიკური მონაცემებით, პროგრამის მოხალისეთა ჩართულობა დღითი დღე იზრდება.   პროგრამაში ჩართული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებიც.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე