ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რიგით მე-10 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით, 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, რიგით მე-10 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფორუმი წელს განსხვავებულ ფორმატში, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობას უცხოელი გამომცემლები და ლიტერატურული აგენტები მიიღებენ.

ფორუმის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის: ქართული საგამომცემლო სექტორის წარდგენა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ქართველი და უცხოელი გამომცემლების დაკავშირება; უცხოელი გამომცემლებისა და ექსპერტების მიერ საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის მიღწევების, პერსპექტივებისა და გამოწვევების მიმოხილვა; საბავშვო ლიტერატურის პრეზენტაცია ქართველი ილუსტრატორებისა და უცხოელი კურატორების ჩართულობით; მწერალთა სახლის სტრატეგიისა და სახელმწიფო სუბსიდიების პროგრამის წარდგენა; ლიტერატურულ-კულინარიული მასტერკლასები და სხვა.

ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, მისი თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა. 2011-2019 წლებში ფორუმმა სხვადასხვა ქვეყნიდან საგამომცემლო სფეროს 140-ზე მეტ უცხოელ წარმომადგენელს უმასპინძლა.

პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მხარდაჭერით, მწერალთა სახლი ახორციელებს.

ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის პროგრამა იხილეთ ბმულზე: http://writershouse.ge/geo/new/1489

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე