ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შალვა გოგოლაძე საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა საკალათბურთო ნაკრებმა გუნდებმა ვარჯიში განაახლეს. სპორტკომპლექსში „არენა" ვარჯიშები ყოველდღიურად, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღეს ვარჯიშს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, პაატა გურასპაულთან და სპორტულ მედიასთან ერთად დაესწრო.

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტსმენთა სავარჯიშოდ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. პროგრამაში გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა და რეგულაცია, რაც საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო დააწესა. ე.წ. სპორტული პროტოკოლი სხვადასხვა წესს ითვალისწინებს როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის.

კალათბურთის ფედერაცია საკალათბურთო სკოლებსა და გუნდებსაც დაეხმარება ვარჯიშების განახლებაში. ამ მიზნით, ფედერაცია ყოველდღიურად უმასპინძლებს მენეჯერებსა და მწვრთნელებს სპორტკომპლექსში „არენა". დაინტერესებული პირები ადგილზე გაეცნობიან სპორტული პროტოკოლით დაწესებულ რეგულაციებსა და მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ვარჯიშის განახლება.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ერთ-ერთი პირველი სპორტული ორგანიზაციაა, რომელმაც სპორტსმენებისთვის ვარჯიშის განახლების შესაძლებლობა უზრუნველყო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე