ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქვემო სვანეთში თანამედროვე სტანდარტების სკოლა გაიხსნება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ჟახუნდერში 100 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება, რომელიც 2011 ახალ სასწავლო წელს  საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.

ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში მშენებარე სკოლა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი თოდუამ  დაათვალიერა. მისი განცხადებით, ახალი სკოლის მშენებლობა სვანეთისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებისა და კლიმატის გათვალისწინებით მიმდინარეობს. მშენებლობისას მხოლოდ ბუნებრივი ქვა  და ხის მასალა იქნება გამოყენებული. ამ ეტაპზე სკოლის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია, რაც საძირკვლის სამუშაობს მოიცავს.

სოფელ ჟახუნდერის სკოლა, რომელშიც არაერთი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვანი აღიზარდა XX საუკუნის დასაწყისში სვანეთის რეგიონში ერთ-ერთი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. რთული რელიეფის, მეწყერსაშიში მდებარეობის გამო, სკოლის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც აუცილებელი გახდა ახალი სკოლის აშენება.

ჟახუნდერის სკოლის მშენებლობამდე, ასეთივე ტექნოლოგიური გადაწყვეტით, 2010 წელს ახალი  სკოლა სოფელ მლეთაში აშენდა. ამავე ტექნოლოგიით, სკოლის მშენებლობა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში დაიწყება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე