ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

173-ე საჯარო სკოლაში ფინანსური და იურიდიული დარღვევები გამოვლინდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის №890 ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეიწავლა თბილისის 173-ე საჯაო სკოლის ფინანსური და იურიდიული საქმიანობა. შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის უხეში და სისტემატიური დარღვევის ფაქტები.

დადგინდა, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ხშირ შემთხვევაში, ფინანსური დოკუმენტაცია და სახელმწიფო შესყიდვები წარმოებდა კანონის უხეში დარღვევით.   სკოლის ადმინისტრაცია, კანონის გვერდის ავლით აწარმოებდა ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, უმრავლეს შემთხვევაში არ იყო გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები. სკოლის დირექტორი ბოროტად არიდებდა თავს გადასახადების გადახდას, რის შედეგადაც 2010 წელს სახელმწიფო  ბიუჯეტს მიაყენა 12911 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი. ასევე სისტემატიურად ირღვეოდა ბუღალტრული წარმოების წესი, რაც გახდა კორუფციული გარიგების წინაპირობა. გენერალურმა ინსპექციამ ასევე გამოავლინა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მასწავლებლების უფლებების უხეში დარღვევების ფაქტები. კერძოდ: პედაგოგ მაია ბაიდოშვილს კუთვნილი ხელფასიდან ერთი წლის განმავლობაში დააკლეს 286 ლარი, ხოლო პედაგოგ ასმათ მაღრაძეს 848 ლარი. თუმცა თავად სკოლის დირექტორმა სკოლის ბიუჯეტიდან უკანონოდ მიითვისა 2650 ლარი. ასევე არაერთგზის გამოვლინდა მოსწავლის ვაუჩერების გაყალბებისა და სასკოლო ატესტატებით მანიპულაციების ფაქტები. 

სკოლის ინვენტარიზაციისას გამოვლინდა ინვენტარის მნიშვნელოვანი დანაკლისი.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 173-ე საჯარო სკლაში არაერთი უკანონო ქმედება გამოვლინდა.

ზემოთ აღნიშნული ფაქტების უმრავლესობა შეიცავს სიხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აქედან გამომდინარე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტრო მიმართავს გენერალურ პროკურატურას, რათა მათი მხრიდან მოხდეს 173-ე სკოლის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლა და გამოძიება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ აღნიშნავს,რომ ყოველთვის დაიცავს მოსწავლეებისა და მასწავლებლების უფლებებს და არავის მისცემს საშუალებას მიითვისოს მომავალი თაობების განათლებისთვის გამოყოფილი თანხები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე