ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეკატერინე დგებუაძემ ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები UNICEF-ის წარმომადგენელთან განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-21 სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან  განიხილა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად ემზადება ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაგეგმვის პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილის თქმით, ინტენსიურად გრძელდება ზოგადი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენისა და ზოგადად, უსაფრთხოების  ყველა ნორმა.

შეხვედრის დროს მხარეებმა იმსჯელეს განახლებულ სასწავლო პროცესში UNICEF-ის ჩართულობის ალტერნატიულ გზებზე საჭიროებების შესაბამისად. ღასან ხალილმა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე საუბარი სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვებისთვის განათლების მიღების უზრუნველყოფასაც შეეხო. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო სხვა სამინისტროებთან კოორდინაციით მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავს. ასევე, მუშავდება ალტერნატიული კურიკულუმი, რომელიც განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს შესთავაზებს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამინისტროსა და ესტონეთის საელჩოს ერთობლივი პროექტიც განიხილეს, რომელიც ითვალისწინებს საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. მხარეებმა პროექტის მომდევნო ეტაპის განხორციელების სქემაზე იმსჯელეს Covid-19-ის პირობებში.

შეხვედრის ბოლოს ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ღასან ხალილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. მხარეებმა ახალი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხების დეტალურად განსახილველად სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე