ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას განათლების სფეროში იწყებს. შესაბამის დოკუმენტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მმართველი ბორდის წევრმა ოლივიე შუაბმა და ფორუმის დირექტორმა საადია ზაჰიდმა დისტანციურად მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტით საფუძველი ჩაეყარა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობას საჯარო და კერძო პარტნიორობის ინიციატივის განვითარების მიმართულებით “Closing the Skills Gap Accelerator in Georgia”-ს ფარგლებში.

სამინისტრო პროფესიული განათლების მიმართულებით ინტენსიურ კამპანიას აწარმოებს კერძო სექტორის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან. საჯარო-კერძო პარტნიორობით იგეგმება ახალი პლატფორმის შექმნა, რასაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქტიურად დაუჭერს მხარს.

გარდა ამისა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სამინისიტროს შორის თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება ადამინური კაპიტალის განვითარებაზე, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და უნარების გაუმჯობესებაზე, ხელახალ დასაქმებაზე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ინოვაციური უნარების დაფინანსების მოდელების შემუშავებაზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წარმოადგენს მსოფლიოში მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მიზანია, პოლიტიკის, ბიზნესისა და აკადემიური წრეების მსოფლიო ლიდერთა ჩართვა გლობალური, რეგიონული და ინდუსტრიული დღის წესრიგის ფორმირებაში. ფორუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოების წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრის გზების განსაზღვრაში საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედი ბიზნეს სექტორის, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობის ფორმატი წარმოადგენს „ახალი ეკონომიკისა და საზოგადოების მომავლის ფორმირების პლატფორმის“ შემადგენელ ნაწილს. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს დოვლათიანი, ინკლუზიური და თანასწორი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსა და საზოგადოების ფორმირებას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა მიეცემათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე