ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროპის საბჭოსა და ევროკომიისის ერთობლივი კონკურსის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ გამარჯვებულებს შორის ქართული პროექტი დასახელდა

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეფენდი ვილა“ ევროპის საბჭოსა და ევროკომიისის ერთობლივი კონკურსის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ 11 გამარჯვებულს შორის დასახელდა და ფულადი ჯილდო მოიპოვა.

პროექტი „ერთი სახელი, ერთი სიცოცხლე, ერთი ნიშანი“ გულისხმობს საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმის დროს 1937-38 წლებში რეპრესირებული პირების მემორიალური დაფების დადგმას, რომელთა შორის არიან ქობულეთში მდებარე „ეფენდიევის აგარაკის“ ყოფილი მფლობელები. პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში ასევე მოეწყობა გამოფენა,  რომელიც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თემატიკას მიეძღვნება.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ 2018 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო და იგი ყოველწლიურად იმართება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ პროგრამაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ევროკავშირის პრემია კულტურული მემკვიდრეობისთვის/Europa Nostra-ს ჯილდოს გამარჯვებულებს.

კონკურსის მიზანია მემკვიდრეობის ძეგლებისა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული აქტივობების ევროპული განზომილების იდენტიფიცირება, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება. კონკურსი ეხება წარსულ ან მიმდინარე „ამბებს, რომლებიც პროექტის სახით განხორციელდება.   

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე