ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს უმასპინძლა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში და, ასევე, პირადად კრისტიან ურსეს ხუთწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ შიდა ტურიზმის გაძლიერებისათვის.

თავის მხრივ, კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო საქართველოსთან ინტენსიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და ყველა დაწყებული და დაგეგმილი ერთობლივი  პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე