ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები „ბავშვთა სოფელს“ ესტუმრნენ

გრძელდება სკოლის მანდატურთა საქველმოქმედო აქციები. ამჯერად, მანდატურებმა კომპანიის „ტკბილი ქვეყანა“  წარმომადგენლებთან ერთად,  ბავშვთა სახლ  „ბავშვთა სოფელში“  მოზარდები მოინახულეს და წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცეს. 

„ბავშვთა სოფელში“   4 -დან 15 წლამდე  80  აღსაზრდელი ცხოვრობს. თითოეულ  ბავშვს  ერთობლივი აქციის ფარგლებში ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.

სკოლის მანდატურთა განცხადებით,  მათი პირდაპირი მოავალეობაა  მოზარდთა უსაფრთხოების დაცვა,  მათთვის დახმარების გაწევა, განსაკუთრბულად მნიშვნელოვანი კი, სწორედ იმ ბავშვებზე ზრუნვაა, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება.

საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას მანდატურები მომავალშიც გააგრძელებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე