ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ პროგრამაში Civil Match

Сivil Match არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაწყვილების პროგრამა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 10 ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) დაამყარონ კავშირები და წამოიწყონ ერთობლივი პროექტები.  პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებს თანამშრომლობის, იდეების განვითარებისა და საინტერესო პროექტების წამოწყების შესაძლებლობა ექნებათ.  

პროგრამა ორ ეტაპად ჩატარდება:

  • Civil Match (24-26 ივლისი) - პროგრამა, რომელიც მიმართულია უცხოურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონტაქტების დასამყარებლად;
  • Civil Match Forum (21-24 სექტემბერი) – სადაც საშუალება გექნებათ მოიპოვოთ დაფინანსება ტრანსსასაზღვრო პროექტებისთვის;

Civil Match-ისა და Civil Match Forum-ის ძირითადი მიმართულებებია მედია და პლურალიზმი; კულტურა და ახალგაზრდები; განათლება და კონფლიქტის მოგვარება. პროგრამების ფარგლებში, საშუალება გეძლევათ, იპოვოთ ერთი ან მეტი უცხოელი პარტნიორი და თქვენ პარტნიორთან ერთად შეძლოთ საგრანტო განაცხადის შეტანა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აპლიკაციაში.

Civil Match-ის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლელობა ექნებათ, მოიპოვონ პრიზი თანამშრომლობისთვის 1000 ევროს ოდენობით და შექმნან  საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების პროექტები.

პროექტი Civil Match უკრაინის გოეთე ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტია და ის ხორციელდება  Insha Osvita-ს, WECHANGE-სა და EENCE-სთან თანამშრომლობით. პროექტი ფინანსდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

დამატებითი ინფორმაცია პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე: https://civil-match.online/

საკონტაქტო პირი: კატერინა კოვალჩუკი  [email protected]

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე