ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჟურნალ “ჯუნიორის” კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ჟურნალ “ჯუნიორის” კონკურსის  ოცდაათი გამარჯვებული მოსწავლე ნეტბუქებით დააჯილდოვა.

პირველი  ერთობლივი  კონკურსი    სამინისტრომ და ჟურნალმა “ჯუნიორი” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაატარეს.  კონკურსში, რომელიც ჟურნალის ერთგულ გამომწერთა  შორის გაიმართა თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და თელავის 30 საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

საკონკურსო კითხვები ძირითადად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შეეხებოდა. სწორედ ამან განაპირობა სამინისტროს მხრიდან კონკურსის მხარდაჭერა. სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებულად სწავლება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კონკურსის პირობის თანახმად, ჟურნალ “ჯუნიორის” წინა ნომრებში გამოქვეყნებული მასალებიდან მოცემული იყო 30 შეკითხვა.  გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლიდნენ ტესტირების პრინციპით, გაიმარჯვეს მოსწავლეებმა, რომლებმაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს.

ჟურნალ “ჯუნიორში” ყველა ის სიახლე იბეჭდება, რაც ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.   გამოსულია ჟურნალის 16 ნომერი, მათი დახმარებით ბავშვებს საშუალება აქვთ მეცნიერებასა და ტექნიკაზე, სოციალური სფეროს უახლეს აღმოჩენებზე, კინოზე, მუსიკასა და ახალ წიგნებზე საინტერესო პუბლიკაციებს გაეცნონ. ”ჯუნიორში” გამოქვეყნებულ სტატიებს თან ახლავს ინტერნეტ გვერდების ბმულები, სადაც ბავშვებს დამატებითი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობაც ეძლევათ. ჟურნალში დაბეჭდილია ასევე ლოგიკური გამოცანები, კროსვორდები, სახალისო მათემატიკა და ა.შ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით, ჟურნალი “ჯუნიორი” სამინისტროსთან ერთად, მომავალშიც გეგმავს კონკურსებისა და ვიქტორინების ერთობლივად ჩატარებას, მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს შეეძლება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე