ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა, რომელიც პროექტის განხორციელებას გაუწევს ზედამხედველობას და მის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. საბჭოს დებულებას ოფიციალურად მოაწერეს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. იგი ითვალისწინებს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგული დიპლომის გაცემას. პროგრამებზე სწავლების ენები იქნება: ფრანგული, ინგლისური და ქართული.

პროექტის ფარგლებში ამუშავებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ჩაერთვებიან საფრანგეთისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები. ამ ეტაპისთვის პროექტი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში.

პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლიდან ამოქმედება ორი პროგრამა სხვადასხვა უნივერსიტეტში: ტურიზმის სამაგისტრო პროგრამა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო საბაკალავრო პროგრამა „Production menagemnt in Milk industry” – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მონპელიე სუპაგროსა და მონპელიეს უნივერისიტეტებთან პარტნიორობით ასევე იგეგმება სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება მეღვინეობისა და ენოლოგიის მიმართულებით.

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის“ განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმებას 2018 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე