ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ ქიტიაშვილმა ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და მათ სერტიფიკატები გადასცა.

პროფესიული მომზადების პროგრამების კურსი 27-მა ბენეფიციარმა წარმატებით დაასრულა. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიებით ადრეულ ასაკში დაინტერესდნენ. ძირითადი შემადგენლობა IT სფეროში დასაქმებული პირები იყვნენ, რომლებმაც კურსი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული წინსვლის მიზნით გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ კურსზე ბენეფიციარებმა პროფესიული მომზადების 3 პროგრამა დაასრულეს: სტრუქტურული და ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (Java); ვებგვერდის ინტერფეისის მოდელირება (Mark Up); Javascript დეველოპერი.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარებმა მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების კურსი დაასრულეს IT მიმართულებით და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატები მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროფესიები დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვანდია.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია სამომავლოდ არაერთი პროგრამის დანერგვას გეგმავს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე