ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის ”მე მიცავს ჩემი ჯარი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილმა ”მე მიცავს ჩემი ჯარი” კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები  სერტიფიკატებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისთვის  ნახატების კონკურსი ჩაატარა თემაზე ”მე მიცავს ჩემი ჯარი”.  კონკურსი  ორ ასაკობრივ ჯგუფში I-VI და VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და მოიცავდა სამ ეტაპს:  სასკოლო,  რეგიონულ და დასკვნით ტურებს. სკოლებმა რეგიონულ ტურში  ორი საუკეთესო ნახატი წარმოადგინეს, რომელთაგან თითო მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ფარული კენჭისყრის გზით იქნა შერჩეული.

რეგიონულ ტურში 26 ნახატმა გაიმარჯვა, მათ ავტორებს სერთიფიკატები გადაეცათ. დასკვნით ტურში გამარჯვებულები კი დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ:  I ადგილზე გასულს - 700 ლარი გადაეცა, II ადგილზე გასულს - 500 ლარი და  III ადგილზე გასულს - 300 ლარი გადაეცა.

საზეიმო დაჯილდოება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, სადაც 39 საუკეთესო ნახატი იყო გამოფენილი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე