ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გორის პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დუალურ პროგრამეს წარმატებით ახორციელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აგრარული მიმართულების დუალური პროგრამების განხორციელებაში ჩართულ პარტნიორ დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არსებული თანამშრომლობის შეფასება, სამომავლო გეგმების განხილვა და ახალი დუალური პროგრამების დანერგვის საჭიროებებზე მსჯელობა.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა არის არსებითი პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების კუთხით. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ფერმერული ასოციაციების ჩართულობა დუალური პროგრამების განხორციელების პროცესში. მინისტრის მოადგილის თქმით, კოლეჯ „განთიადს“ აქვს პოტენციალი, მეტი პროგრამა შესთავაზოს როგორც აქტიურ ფერმერებს გადამზადებისთვის, ასევე ახალგაზრდებს.

კოლეჯი „განთიადი“ ათ გრძელვადიან და ხუთ მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამას ახორციელებს, მათ შორის სამ დუალურ პროგრამას სოფლის მეურნეობის მიმართულებით: მეხილეობა, მეფუტკრეობა და მებოსტნეობა.

2020 წლის 10 აგვისტომდე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.vet.emis.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე