ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯი „მოდუსი“ ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე აცხადებს მიღებას

პროფესიულ კოლეჯში „მოდუსი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თამარ ქიტიაშვილი: „რუსთავს და ამ რეგიონს ნამდვილად გაუმართლა, რომ აქვს ასეთი კოლეჯი. საქართველოში არცერთ კოლეჯს არ აქვს ისეთი ფაბლაბი, როგორიც „მოდუსს“.  გარდა ინოვაციურ მიდგომებისა, კოლეჯს კიდევ ერთი გამორჩეული სიახლე აქვს: „მოდუსი“ იმ პროფესიული სასწავლებლების ათეულშია, რომლებიც აპლიკანტებს ინტეგრირებულ პროგრამებს სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კურსდამთავრებულები, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, აიღებენ დიპლომს, რომელიც საშუალო განათლების ატესტატთან არის გათანაბრებული“.

ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. აპლიკანტებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტული და სასწავლო აღჭურვილობები დაათვალიერეს.

ახლადრეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. კოლეჯმა ავტორიცაზია დამატებით 2 ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამაზე მოიპოვა: „მებაღეობა“ და „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“. აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდეგ კოლეჯის კურსდამთავრებული აიღებს დიპლომს, რომელიც სრული ზოგადი განათლების ატესტატს უთანაბრდება.

„მოდუსს“  წელს  მიღება 10 საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს გამოცხადებული: აღმზრდელი; მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება; მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება; ელექტროობა; სანტექნიკის სისტემების ექსპულატაცია; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი; მებაღეობა; შედუღება; ბუღალტრული აღრიცხვა; ინფორმაციის ტექნოლოგია.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე: vet.emis.ge.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე